ყურადღება!

ვებ-გვერდის ადმინისტრაციის სახელით ვაცხადებ, რომ ეს საიტი არ არის ოფიციალური და არანაირ კავშირში არაა "იმიჯ ცენტრთან", "IC Model Management"-თან და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენი მიზანია, სხვადასხვა კონკურსებზე გამგზავრებულ ქართველ გოგონებს და ბიჭებს გავუწიოთ პოპულარიზაცია.

Monday, August 20, 2012

"მის თინეიჯერი 2012"




19 აგვისტოს, გვატემალაში გაიმართა სილამაზის საერთაშორისო კონკურსი "მის თინეიჯერი 2012". კონკურსის გამარჯვებულიც დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი გახდა.

საქართველოს კონკურსზე სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი, "მის თინეიჯერი საქართველო 2012" ლიდია ჩხაიძე წარადგენდა. ქართველი გოგონა სამშობლოში "ხელდამშვენებული" დაბრუნდება, მან მე-2 ადგილი დაიკავა.

კონკურსის ფინალურ შოუზე სპეციალური სტუმრის სტატუსით 2 ქართველი მომღერალი იყო მიწვეული, ესენია : ნინი შერმადინი და ქეთი ორჯონიკიძე. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიხსნა სიმღერით "თბილისო".

"მის თინეიჯერი საქართველო" უკვე მესამე წელია ტარდება სამოდელო სააგენტო "კატრინისა" და ეკა მგალობლიშვილის ორგანიზატორობით.
2010 წელს, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ დონაძე ტოპ-10 გოგონას შორის მოხვდა.
2011 წელს საქართველო ასევე 10 საუკეთესო კონკურსანტს შორის დასახელდა.

No comments:

Post a Comment