მის საქართველო 2012 - თამთა შედანია საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე - მის მსოფლიო 2013-ზე გაემგზავრა, რომელიც ინდონეზიის ქალაქ ბალში მიმდინარეობს.
თამთას რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოუწევს რთული, დამღლელი და სასიამოვნო მზადება მის მსოფლიოს ფინალისთვის, რომელიც ჯაკარტაში გაიმართება 28 სექტემბერს.
კონკურსში წელს მონაწილეობას 131 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. მის მსოფლიოს ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კონკურსები: "მის ტალანტი", "მის სპორტი", "მის ტოპ-მოდელი" და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო კონკურსში 2003 წლიდან მონაწილეობს და ნაციონალურ კონკურსს სათავეში "იმიჯ ცენტრი" უდგას.
ჩვენი ბლოქი აქტიურად მოგაწვდით სიახლეებს მის მსოფლიოს შესახებ, ხოლო თამთას ფოტოების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
https://www.facebook.com/Missgeorgiaworld

No comments:
Post a Comment