6 ნოემბერს, ლონდოში გაიმართება მის მსოფლიო 2011-ის ფინალური შოუ. კონკურსი წელს უკვე 61-ედ ტარდება. მის მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს ჯანეტა ქერდიყოშვილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მიაღწევს გარკვეულ წარმატებებს. უფრო მეტიც :) ვიტოვებთ იმედს, რომ ჯანეტა გააუმჯობესებს ირინა ონაშვილის შედეგს :) წელს საერთაშორისო სილამაზის კონკურსში 122 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ამ კონკურსზე უკვე მეცხრედ გზავნის საკუთარ წარმომადგენელს და მათგან მხოლოდ ერთმა, ირინა ონაშვილმა შეძლო 20 საუკეთესო გოგონას შორის მოხვედრა და "მის ტალანტი"-ს ტიტულის მოპოვება.

ჩვენი ბლოგი აქტიურ პოპულარიზაციას გაუწევს ჯანეტას და იმედია ამაში თქვენ, ჩვენი საზოგადოება დაგვეხმარებით :)
წარმატებებს ვუსურვებთ ჯანეტას!
No comments:
Post a Comment