ყურადღება!

ვებ-გვერდის ადმინისტრაციის სახელით ვაცხადებ, რომ ეს საიტი არ არის ოფიციალური და არანაირ კავშირში არაა "იმიჯ ცენტრთან", "IC Model Management"-თან და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენი მიზანია, სხვადასხვა კონკურსებზე გამგზავრებულ ქართველ გოგონებს და ბიჭებს გავუწიოთ პოპულარიზაცია.

Wednesday, October 12, 2011

ვინ გაემგზავრება მის მსოფლიოზე ?!



როგორც იცით, მის საქართველო 2011 გახდა ჯანეტა ქერდიყოშვილი. მასზე კონკურსის მეორე დღესვე დაიწყო საუბარი, რმ ძალიან ლამაზი გოგონაა და წინა წლების გამარჯვებულებს შორისაც გამოირჩევა. ყველა დიდ იმედებს ვამყარებდით, რომ ჯანეტა წელს საკმაოდ დიდ წარმატებებს მოიპოვებდა საერთაშორისო კონკურსზე "მის მსოფლიო 2011".

ჯანეტამ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერი იყო და ეს სიხარული მინიმუმ 1 წელს გაჰყვებოდა... მისის ცხოვრება კონკურსმა შეცვალა, ისევე როგორც წინა მისების ცხოვრება... მაგრამ ჯანეტას ეს ბედნიერი წუთები მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

მის საქართველოს გამოვლენიდან 2 დღეში დაიწყო უკვე ჩვეული სკანდალების ტალღა. ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ჯანეტა რუსეთის მოქალაქე ყოფილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი ქვეყნის სახელით ვერ გავიდოდა. ასევე ითქვა, რომ ჯანეტა ერთ დროს გათხოვილიც ყოფილა, მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიცრუეა! შესაძლოა ჯანეტა გათხოვილი იყო, მაგრამ მთავარია ის სამოქალაქო ქორწინებაში არ ყოფილა და არც ბავშვი გაუჩენია.

მეორე დღესვე ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა და ჟანეტა ქერდიყოშვილმა მოიწვიეს პრესკონფეერენცია, სადაც საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი მივიდა მაშინ, როცა კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში არცერთი მათგანი Music Box-ის გარდა არ დაინტერესებულა მის საქართველოთი. ქალბატონმა იამ მიმართა პრეზიდენთს თხოვნით, რომ ჯანეტას მოქალაქეობა მიეცეს. ჩვენც იმედი დავიტოვეთ, რომ ეს ასე მოხდება.

მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა. ჯანეტას ოჯახს საზარელი ტრაგედია დაატყდა თავს. მისი 8 წლის და 6-ე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ახლა კი ნამდვილად კითხვისნიშნის ქვეშაა ის საკითხი თუ ვინ წავა მის მსოფლიოზე საქართველოს სახელით. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რმ ქალბატონი ია ამ პოსტს წაიკითხავს და გაგვარკვევს სიტუაციაში...

No comments:

Post a Comment