1 ოქტომბერს გამოვლენილ მის საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილს როგორც ვიცით საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა. ყველაზე მძიმე კი მისთვის 8 წლის დის გარდაცვალება გახდა. სერიოზული საფრთხე შეიქმნა იმისა, რომ შესაძლოა საქართველო მის მსოფლიოზე ჯანეტას ნაცვლად სხვა მისს წარედგინა ან წელს ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყოლოდა. ჩვენ რამდენიმეჯერ მივმართეთ კითხვით ქალბატონ ია კიწმარიშვილსა და თავად ჯანეტ ქერდიყოშვილსაც, მაგრამ არცერთმა არ გვიპასუხეს ვინ გაემგზავრებოდა ლონდონში საერთაშორისო კონკურსზე.
დღემდე არც მის მსოფლიოს ოფიციალურ საიტზე არ ჩანდა საქართველოს წარმომადგენლის არც სახელი და გვარი და არც ფოტოები. რამდენიმე საათის წინ კი სწორედ ჯანეტის ფოტოები, ინტერვიუ და მონაცემები გამოქვეყნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მსოფლიოს ტიტულისთვის საქართველოს სახელით ჯანეტ ქერდიყოშვილი იბრძოლებს! ჩვენ და ალბათ სრულიად საქართველო ამ ფაქტით გახარებული იქნება და დარწმუნებული ვარ საკმაოდ კარგი სედეგითაც დაბრუნდე ის სამშობლოში. მაშ ასე, წარმატებები ვუსურვოთ ჯანეტს მის მსოფლიოზე!!!
ჩვენი ბლოგი აქტიურად მოგაწვდით ინფორმაციას კონკურსის შესახებ!!!
No comments:
Post a Comment